რეგისტრაცია
ქარ.
 


  Poker Glossary
school

 

როგორც ყველა თამაშს და სპორტს აქვს თავისი ტერმინოლოგია, პოკერსაც აქვს თავისი ენა.
თუ თქვენ არ იცით ეს ტერმინოლოგია, ჩვენი საიტის მეშვეობით შეგიძლიათ დაეუფლოთ მას და ითამაშოთ პოკერი უფრო პროფეიონალურ დონეზე.

 


 

 A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U W
 

 

 

A მაღლა ]

Ace-high

ხუთი ბანქო, სადაც ტუზი უმაღლესია

Action

მოქმედება, როცა მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონების ჩამოსვლა, რეიზ, რი-რეიზ, ჩექი, ფოლდი.

Active Player

აქტიური მოთამაშე, რომელიც ჯერ კიდევ თამაშშია

Aggressive

აგრესიული მოთამაშე, რომელიც ძირითადად ზრდის ფსონებს და იშვიათად იძახის

All-in

როცა მოთამაშე მთელს თავის თანხას ჩამოდის

Ante

მაგიდის მოსაკრებელი თამაშის დაწყებამდე

B მაღლა ]

Bad Beat

როდესაც ხელი გაჭრილია კარგი ბანქოთი

Backdoor

როდესაც აკეთებთ სხვა ხელს, განსხვავებულს იმისაგანა რაც ჩაფიქრებული გქონდათ, მაგალითად: გყავთ J/10 ჯვარი, ფლოპში არის A,5 ჯვარი და 6 ყვავი. თერნი და რივერი არის K და Q გულები. თქვენ გამოგივიდათ სტრიტი, ჩაფიქრებული (უფრო შესაძლებელი) ფლეშის ნაცვლად.

Backraise

მოთამაშე, რომელიც ზრდის ფსონს, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ ქოლს აკეთებს

Bankroll

თანხა რომელიც მაგიდაზე გაქვთ

Bet

ჩიპების ადგილი ბანკში

Bet Odds

მოთამაშეების პოტის გათანაბრების რაოდენობის შეფასების შედეგად მიღებული ალბათობა.

Bet the Pot

როდესაც მოთამაშე გადის პოტის რაოდენობის ფსონს

Big Blind

მეორე მოთამაშე რომელიც მაგიდაზე ზის დილერის და სმოლ ბლაინდის შემდეგ საათის ისრის მიმართულებით, იხდის მაგიდის მოსაკრებელს ბანქოს მიღებამდე.

Big Slick

დარიგების ხელი რომელშიც შედის ტუზი და კაროლი

Blind

მოთამაშეები, რომლებიც სხედან დილერის გვერდით საათის ისრის მიმართულებით, და ბანქოს დარიგებამდე ჩამოდიან მაგიდის მოსაკრებელს, ყოველი ხელის დარიგებამდე

Blind Raise

როცა მოთამაშეები ზრდიან ფსონებს ბანქოს გაუხსნელად

Bluff

ფსონების ზრდის და ჩამოსვლის შედეგად დაარწმუნო სხვა მოთამაშეები რომ მათზე უკეთესი ბანქო გაქვს

Boardcards

ბანქოები რომლებიც დარიგდა პოკერში ღიად, ყველა მოთამაშისთვის დასანახად. ფლოპ თამაშებში 5 ბანქო რიგდება სახით ზემოთ (ღიად) მაგიდის ცენტრში. 7 ქარდ სტადში ოთხი ბანქო რიგდება სახით ზემოთ (ღიად) ყოველი მოთამაშის წინ.

Bottom Pair

როცა მოთამაშეს აქვს დაბალი წყვილი თავის ჯიბის ბანქოში

Bullets

ტუზების წყვილი

Button

ასევე ცნობილია როგორც დილერის ღილაკი, ეს არის პატარა მრგვალი ღილაკი, რომელიც მოძრაობს მოთამაშიდან მოთამაშისკენ საათის ისრის მიმართულებით ყოველი ხელის მერე, რათა აღინიშნოს თეორიულად დილერი ყოველი ხელისათვის.

Buy-in

მინიმალური თანხის გადასახადი, როცა მოთამაშეს სურს თამაშში ჩართვა

C მაღლა ]

Call

უკვე გაკეთებული ფსონის გამეორება

Call Cold

როდესაც ჩამოდიხარ ფსონს და თან ზრდი

Cap

თანხის გაზრდის მაქსიმალური რაოდენობის დონე

Cash Out

თამაშის დატოვება და არსებული ჩიპების გატანა ქეშის სახით

Check

ეს არის მოთამაშის პოზიცია, როცა მოთამაშეს აქვს არჩევანის საშუალება ჩამოვიდეს რაიმე ფსონს ან თქვას პასი

Check-raise

როცა მოთამაშე პირველი ამბობს პასს და შემდეგ რაუნდებში აკეთებს რეიზს

Chop

როცა თამაშის დროს არავინ ჩამოდის ფსონს, ბიგ ბლაინდის და სმოლ ბლაინდის თანხები ნაწილდება მოთამაშეებში მოგების შემთხვევაში

D მაღლა ]

Dealer

დილერი შეიძლება იყოს ქალი ან კაცი, რომელიც არიგებს ბანქოს და თვალყურს ადევნებს თამაშს

Dealer's Position

არის ბოლო ვინც მოქმედებს რაუნდში პოტების შესვლისას.

Diamonds

ერთ-ერთი ბანქოს მასტი

Disconnect Protection

ინტერენტის კავშირის გათიშვის შემთხვევაში მოთამაშეების დაცვის საშუალება, როდესაც ისინი პოტში არიან უკვე შესულნი.

Dominated Hands

ბანქოს კარგი ხელი, რომელიც თამაშს აგებს თამაშში არსებულ სტრიტ–ფლეშთან. მაგ: თუ მოთამაშეს ყავს ტუზი და ორიანი, მას აქვს უპირატესობა რომ ამოუვიდეს სტრიტი მაგრამ შეიძლება წააგოს ფლეშთან

Dominating Hands

საუკეთესო ბანქოს ხელი, როცა შანსი გაქვს მოუგო მრავალ კარგი ბანქოს კომბინაციას

Down Card

ყველა ბანქო, რომელიც არ არის გახსნილი

Drawing Hand

ხელი რომელიც ელოდება ყველა ბანქოს გახსნას რომ მიიღოს დასტური მოსაგებად. (ეს ხშირად ხდება სტრიტის და ფლეშის დროს)

Drop

ბანქოს გაშვება

Deuces

ორიანების წყვილი

E მაღლა ]

Early Position

ორი ადგილი მოთავსებული ბლაინდების მარცხნივ

F მაღლა ]

Fifth Street

მეხუთე სტრიტში

Flop

ფლოპი-ტეხას ჰოლდ'ემ-ის პირველი სამი საერთო ბანქო, რომელიც მაგიდის ცენტრში არის ყველა მოთამაშისათვის გახსნილი

Flush

ნებისმიერი ხუთი ბანქო იგივე ფერის.

Flush Draw

როცა მოთამაშეს აქვს 4 ერთი მასტის ბანქო ხელში და ელოდება საერთო ბანქოში როდის ამოვა მეხუთე მასტი და გაუხდება ფლეში

Fold

ხელის გამოტოვება, მაშინ როცა შენი მოქმედების დროა

Forced Bet

იძულებითი ფსონის ჩამოსვლა, როცა თამაშის პირველ მოქმედებას იწყებ.

Four of a Kind

ოთხი ერთნაირი რიცხვის და სახის ბანქო

Fourth Street

მეოთხე მაგიდის ბანქოს გახსნა

Full House

სამი ერთნაირი რიცხვის და სახის ბანქო და ორი ერთნაირი რიცხვის და სახის ბანქოთი

G მაღლა ]

Gut Shot

როცა გყავს სტრიტისთვის საჭირო საწყისი და ბოლო ბანქო და ელოდები შუალედურ ბანქოებს

H მაღლა ]

Hand

მოთამაშის ხუთი საუკეთესო ბანქო

Heads-up

როცა მხოლოდ ორი მოთამაშე რჩება თამაშში

Hearts

გული-ბანქოს ერთ-ერთი სახეობა

High-card

პირველი დილერის გამოსავლენად ფლოპ ტურნირებში, ყოველ მოთამაშეს ურიგდება თითო ბანქო და მოთამაშე უმაღლესი ბანქოთი (დამოკიდებულია ბანქოზე და ფერის მიმდევრობაზე–ყვევები, გულები, აგურები და ჯვრები)

High Limit

თამაში, სადაც ლიმიტი უმაღლესამდეა გაზრდილი

Hi/lo

როცა ჰი/ლო-ში თანხა იყოფა

Hold'em

ასევე ცნობილია, ტეხას ჰოლდ'ემ ში, როცა მოთამაშეები იღებენ ორ ჯიბის ბანქოს და ხუთ საერთო ბანქოს

Hole Cards

მოთამაშეების ბანქო, რომლის ნახვაც მხოლოდ მოთამაშეებს შუძლიათ

I მაღლა ]

Inside Straight

როცა თამაშის დროს გაქვს ოთხი ბანქო, და გჭირდება მხოლოდ ერთი ბანქო იმისათვის რომ კომბინაცია გახდეს სტრიტი

J მაღლა ]

Jackpot

საპრიზო ფონდი გადაცემული მოთამაშისთვის რომელიც აკმაყოფილებს წინასწარ დაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალს. მაგალითად, ზოგი კაზინო გასცემს ჯეკპოტს იმას ვისაც კარე ან უფრო მაღალი კომბინაცია და მაინც წააგებს.

K მაღლა ]

Kicker

უმაღლესი კენტი ბანქო რომელიც ხელში გამარჯვებულს გამოავლენს

Kick It

რეიზ (გაზრდა)

Knock

პასი

L მაღლა ]

Ladies

ორი დამა

Late Position

რაუნდში ფსონის შეცვლის პოზიცია სადაც მოთამაშემ უნდა ითამაშოს მას შემდეგ, რაც მოთამაშეთა უმეტესობა ითამაშებს მაგიდაზე, (ხშირ შემთხვევაში ორი პოზიციაა , მდებარე, ღილაკიდან მარჯვნივ)

Limit Poker

ლიმიტირებული პოკერი, რომელსაც აქვს ფიქსირებული ლიმიტი, როგორ უნდა გაიზარდოს

Live Hand

ხელი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ბანკის მოგების საშუალება

Low Limit

დაბალლიმიტირებული თამაში

M მაღლა ]

Main Pot

მთავარი ბანკი, სადაც ყველა დადებული ფსონი შედის. მათ შორის როცა მოთამაშე აკეთებს ოლ-ინსს

Middle Pair

ფლოპ თამაშებში, როცა მოთამაშე თავისი ჯიბის ბანქოდან და მაგიდის ბანქოდან აკეთებს ორ წყვილს

Middle Position

ადრე და გვიანი პოზიციების შორის ფსონები გასვლის რაუნდში (მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილები დილერის ღილაკის მარცხნივ)

Muck

ხელის გამოტოვება ან ბანქოს გაშვება. ბანქო, რომელიც აღარ თამაშობს ხელს

Minimum Buy-in

მოთამაშე, რომელსაც თამაშის დაწყება სურს იხდის თანხას

N მაღლა ]

No Limit

ულიმიტო თამაში სადაც მოთამაშეებს ფსონების ზრდა შეუძლიათ ულიმიტოდ

Nuts

შესაძლო ყველაზე საუკეთესო ხელი თამაშის ნებისმიერ დროს, ხელი რომელსაც ვერ გაჭრით

O მაღლა ]

Odds

ხელის გამოსვლის ალბათობა, წინააღმდეგ ხელის არგამოსვლის ალბათობისა.

Offsuit

ბანქო სხვადასხვცა დიზაინის

On the Button

ბოლო მოთამაშე ვინც თამაშობს ფსონის შესვლის რაუნდში. დილერის ადგილი.

Open-ended Straight

ოთხი მიმდევრობითი ბანქო სადაც საჭიროა ერთი დამატებითი ბანქო საწყისში ან ბოლოში სტრიტის გასაკეთებლად.

Open Card

ბანქო რომელიც დარიგების დროს იხსნება

Open Pair

წყვილი რომელიც დარიგების დროს იხსნება

Out Button

ღილაკი, რომელიც მოძრაობს

Outs

დარჩენილი ბანქოების რაოდენობა შეკვრაში, რომელიც გამოასწორებს თქვენს კომბინაციას.

Overpair

დარიგებული წყვილი, რომელიც დიდია მაგიდაზე მყოფ ნებისმიერ ბანქოზე.

P მაღლა ]

Pair

ბანქო, ერთი და იგივე რიცხვის

Pass

პასი.

Play Back

მოთამაშის შესული პოტის გაზრდა ან ხელმეორედ გაზრდა.

Playing the Board

ფლოპ თამაშებში, როდესაც თქვენი საუკეთესო ხუთი ბანქოს კომბინაცია არის საერთო ხუთი ბანქოსაგან შემდგარი

Pocket

ჯიბის ბანქო.

Pocket Cards

ჯიბის ბანქო, რომელიც თამაშის დაწყებისას მოთამაშეებს ურიგდებათ

Pocket Rockets

ტუზების წყვილი ჯიბის ბანქოში

Position

მოთამაშეები რომლებიც სხედან დილერის ისრის მიმართუელბით

Post

თუ გამოტოვებთ ბლაინდის რომელიმე ხელს,

Pot

ფული ან ჩიპები მაგიდის ცენტრში რომლის მოგებასაც მოთამაშეები ცდილობენ

Pot Limit

მაგიდის ბანკის ლიმიტი

Put Down

ხელის გატარება

Q მაღლა ]

Quads

ოთხი ერთნაირი

R მაღლა ]

Raise

წინა ფსონის გაზრდა

Rake

თანხა, რომელსაც მაგიდის ბანკიდან კომპანია იღებს

Rank

თითოეული ბანქოს და ხელის სიდიდე.

Rap

როცა მოთამაშე აკაკუნებს მაგიდაზე

Reading

თითოეული ბანქოს და ხელის სიდიდე.

Rebuy

რაოდენობა თანხის რასაც იხდის მოთამაშე რათა დაამატოს ფიქსირებული რაოდენობა ჩიპების თავის სტეკში ტურნირზე

Re-raise

გაზრდილი პოტის გაზრდა.

Ring Game

ცოცხალი „თამაში„ რომელიც არ არის ტურნირი.

River

ბოლო ბანქოს დარიგება ყველა თამაშში

Round of Betting

ეს არის როცა მოთამაშეებს აქვთ შანსი შეიტანონ პოტი , შეამოწმონ ან გაზარდონ პოტი. ყოველი პოტის შეცვლის რაუნდი მთავრდება როცა ბოლო პოტის შეცვლა ან გაზრდა გაკეთდება.

Royal Flush

ეს არის ტუზით მაღალი სტრიტი (A-K-Q-J-10) იგივე მასტის. ეს საუკეთესო ხელია პოკერში.

S მაღლა ]

Satellite

მინი ტურნირი, რათა შეხვიდეთ უფრო დიდ ტურნირში.

Seating List

მოლოდინის სია. მოთამაშეს შეუძლია ჩასვას თავისი თავისს სახელი სიაში, თ არ არის თავისუფალი ადგილი მაგიდაზე სადაც უნდათ რომ ითამაშონ.

Second Pair

ფლოპ თამაშები, როცა თქვენ აწყვილებთ მეორე უმაღლეს კარტთან მაგიდაზე

Set

როცა გაქვთ თავიდან დარიგებული ბანქო, რომელიც უდგება ერთ–ერთ ბანქოს მაგიდიდან

Showdown

ხელის დასრულების შემდეგ ბანქოს ჩვენება მოთამაშეების მიერ

Side Pot

განცალკევებული პოტი ან პოტები რომელზეც დაობენ აქტიური მოთამაშეები, როცა ერთი ან მეტი მოთამაშე სულ არის შესული თავის თანხას.

Small Blind

რაოდენობა თანხის ჩასული პოტში მოთამაშისაგან, რომელიც ზის დილერის „ღლაკიდან“ ხელმარცხნივ, იქამდე სანამ ბანქოები დარიგდება.

Split

თანხა რომელსაც ორი მოთამაშე იყოფს

Stack

ჩიპების სტეკი.

Straight

ნებისმიერი მასტის ხუთი ბანქო რიგის მიხედვით

Straight Flush

საერთო მასტის ხუთი ბანქო რიგის მიხედვით

Structure

ლიმიტი დადებული ბლაინდებზე/ანტებზე , ფსონებზე და ფსონის გაზრდაზე.

Suit

სათამაშო ბანქო ჯვარი, ყვავი, აგური,გული.

T მაღლა ]

Table

საფარი, სადაც ხდება პოკერის თამაში (ბანქოს დარიგება)

Texas Hold'em

ტეხას ჰოლდ'ემი, ყველაზე პოპულარული პოკერის მასტი

Three of a Kind

სამი ერთნაირი ბანქო(ტიპრს)

Tight

მოთამაშე, რომელიც მხოლოდ კარგ ხელს თამაშობს და სხვა შემთხვევაში აკეთებს ფოლდს

Top Pair

ფლოპ თამაშებში, როცა მოთამაშე აწყვილებს თავის ერთ ბანქოს მაგიდის უმაღლეს ბანქოსთან.

Top Two Pair

თავიდან დარიგებული ორი ბანქოს შერწყმა მაგიდის ორ მაღალ ბანქოსთან

Turn

ფლოპ თამაშებში მეოთხე კარტის დარიგება

Two Pair

ორი წყვილი. როცა ბანქოში არის ორი სხვადასხვა წყვილი

U მაღლა ]

Underpair

ჯიბის წყვილი ბანქო (თავიდან დარიგებული ბანქო) , რომელიც მაგიდაზე მყოფი ყველაზე პატარა ბანქოზე დაბალია

Up Card

ბანქო რომელიც გახსნილია

W მაღლა ]

Worst Hand

წაგებული ხელი

WSOP

WORLD SERIES OF POKER - მსოფლიო ტურნირი პოკერში