რეგისტრაცია
ქარ.
 

  პოკერის კომბინაციები

school

იმისათვის, რომ პოკერის ხელი (თამაში) მოიგოთ, უფრო მაღალი კომბინაცია უნდა გქონდეთ, ვიდრე სხვა მოთამაშეებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომბინაციების რანგი ზეპირად იცოდეთ. თუ ამ მნიშვნელოვან, საწყის წესებს არ გაითავისებთ, ეს თქვენი მოგებისა და წაგების შესაძლებლობებზე გარდამტეხ გავლენას მოახდენს!

 

ქვემოთ ჩამოთვლილია პოკერის კომბინაციები, თანმიმდევრობით ყველაზე მაღალი კომბინაციიდან, ყველაზე დაბალი რანგის კომბინაციამდე.

 

rf

 

როიალ ფლეში

 

საუკეთესო შესაძლო კომბინაცია -ერთი მასტის 10, ვალეტი, დედოფალი, მეფე და ტუზი. რეალურად ეს ყველაზე მაღალი სტრიტ ფლეშია.

 

sf

 

სტრიტ ფლეში

 

ერთი მასტის ნებისმიერი კარტი თანმიმდევრობით.

4k

 

ოთხი მსგავსი

 

ერთი რანგის ოთხი კარტი.

fh

 

ფულ ჰაუსი

 

ერთი რანგის ნებისმიერი სამი კარტი, დამატებული ერთი რანგის ნებისმიერი ორი კარტი. პრაქტიკულად, ეს არის სამი მსგავსის და წყვილის კომბინაცია!

fl

 

ფლეში

 

ერთი მასტის ნებისმიერი ხუთი, არათანმიმდევრული კარტი.

st

 

სტრიტი

 

სხვადასხვა მასტის ნებისმიერი ხუთი, თანმიმდევრული კარტი. ტუზი შეიძლება ჩაითვალოს როგორც „1“ (ტუზი, 2, 3, 4, 5) ან, როგორც მეფეზე მაღალი კარტი (10, ვალეტი, დედოფალი, მეფე, ტუზი)

3k

 

სამი მსგავსი

 

ერთი რანგის სამი კარტი.

2p

 

ორი წყვილი

 

ერთი რანგის ორი კარტი და ერთი რანგის კიდევ ორი კარტი.

1p

 

წყვილი

 

ერთი რანგის ორი კარტი.

hh

 

მაღალი კარტის ხელი

 

ეს „არაფრის“ კომბინაციაა. პრაქტიკულად, თქვენ გაქვთ ერთი კარტი, რომელიც სხვების კარტზე მაღალია.

 

 

კიკერები
კიკერს, რომელსაც ასევე გვერდითი კარტი ეწოდება ხელის რანგის განსაზღვრაში მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ იგი გამოიყენება ერთი რანგის კომბინაციებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მაგ. მეფე–მეფე-5-5-2 აღიქმება, როგორც ორი წყვილი, მაგრამ ეს კომბინაცია წააგებს მასთან, ვისაც ჰყავს მეფე–მეფე–5-5-3 რადგან 3, სხვა კომბინაციაში არსებულ 2–ზე მაღალია.

Return to Top     |    Poker School Home